ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო კანდიდატები ბრიუსელის ტერაქტებზე საუბრობენ


ბრიუსელში, გასული კვირის სისხლიანმა თავდასხმებმა აშშ-ში წინა-საარჩევნო პროცესზეც იქონია გავლენა. ეს იმ ფონზე, როცა ამერიკული საზოგადოების ინტერესი ტერორიზმის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე გადაერთო.

ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ევროპის მასშტაბით განხორციელებულმა სერიოზული თავდასხმების მეორე ტალღამ მწვავე, რიტორიკული გამოსვლები გამოიწვია ამერიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის. მათ შორის ერთერთი იყო რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი, რომელმაც დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების პირობა დადო ვისკონსინის შტატის ამომრჩევლებთან შეხვედრისას. მეორე რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი კი, რომელმაც კვირას ეი-ბი-სის ტელევიზიასთან ინტერვიუ ჩაწერა, აცხადებს, რომ "თუ აშშ ძალიან, ძალიან ძლიერი და ძალიან, ძალიან ჭკვიანი არ იქნება, ჩვენ დიდი, დიდი პრობლემები გველოდება." ტრამპის მტკიცებით, აშშ-ი რისკის წინაშე იმყოფება.

XS
SM
MD
LG