პრეზიდენტ ობამას თქმით, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დამარცხება სირიაში პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის გარეშე შეუძლებელია. შეერთებული შტატების ლიდერმა დღეს ისიც განაცხადა, რომ პოლიტიკური რეზოლუცია მისი აზრით, არ უნდა შეიცავდეს ხელისუფლებაში სირიის ახლანდელი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ყოფნას, რომელსაც სირიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი “სასტიკ, დაუნდობელ დიქტატორად” მიიჩნევს.
აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ობამამ კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის საუბარი აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების კონფერენციის ეგიდით გაიმართა.