ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის და პალესტინის მომლაპარაკებელთა შეხვედრა


ორივე მხარის ლიდერებმა რთული გადაწყვეტილებები მიიღეს იმისთვის, რომ ამ შეხვედრამდე მოსულიყვნენ

ისრაელისა და პალესტინელების მომლაპარაკებლები დღეს ვაშინგტონში ხვდებიან ერთმანეთს წინასწარი დიალოგის დასაწყებად. მხარეები სამი წლის წინ შეწყვეტილი სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის განახლებას ცდილობენ.
შეხვედრაზე ისრაელის წამყვან მომალაპარაკებელ ციპი ლივნის და პალესტინელების მთავარ მომლაპარაკებელ საებ ერეკატს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უმსაპინძლებს. მხარეები ერთმანეთს იფტარზე - რამადანის დროს მზის ჩასვლის შემდეგ გამართულ ვახშამზე შეხვდებიან.

სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ის მადლიერია იმით, რომ პალესტინელებისა და ისრაელის ლიდერებმა რთული გადაწყვეტილებები მიიღეს იმისთვის, რომ ამ შეხვედრამდე მოსულიყვნენ.

ლივნის თქმით, მოლაპარაკებები ძალიან კომპლექსური იქნება მსოფლიოს ერთ-ერთ ურთულეს რეგიონში, მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია ისრაელში დემოკრატიისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

კვირას ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საკუთარ კაბინეტთან დიდი წინააღმდეგობის გადალახვა დასჭირდა იმისთვის, რომ მთავრობისგან 104 პალესტინელი პატიმრის ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებაზე თანხმობა მიეღო.

ლივნის განცხადებით, პატიმრების გათავისუფლება ეტაპობრივად მოხდება.
XS
SM
MD
LG