ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკში ისლამური ცენტრის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან


ნიუ იორკში ისლამური ცენტრის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან
ნიუ იორკში ისლამური ცენტრის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან

მას შემდეგ რაც 10 წლის წინ ნიუ იორკის ცნობილ ტყუპების შენობაზე ისლამისტმა ექსტრემისტებმა იერიში მიიტანეს , მუსლიმების მიერ მეჩეთების , საჯარო ცენტრებისა და ზაფხულის ბანაკების მშენებლობის წამოწყება დიდ წანააღმდეგობებს უკავშირდება. ამერიკაში ამ წამოწყებებს საეჭვოდ უყურებენ და ამის წინააღმდეგ ორგანიზებულად ილაშქრებენ .

ისლამური ცენტრის მშენებლობამ მსოფლიო სავაჭრო ცენტრში, იქ სადაც 11 სექტებმბრამდე ტყუპების შენობები იდგა, ნიუ იორკში დიდი დაპირისპირება მოჰყვა. საზოგადეობის წარმომადგენლები შეკრებებზე აპროტესტებენ წარმოდგენილ გეგმას. არც ისე დიდი ხნის წინ ეს პრობლემის განხილვამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი სარა პელინმა მოუწოდა ზომიერ მუსლიმებს შეუერთდნენ ცენტრის მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტს.

ისმის მარტივი კითხვა, შეძლებს თუ არა 13 სართულიანი ცენტრის აშენებას მუსლიმთა ის ჯგუფი, რომელიც უძრავ ქონებას მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდან სულ რაღაც 2 კვარტალში ფლობს.

როგორც ამ უძრავი ქონების მეპატრონე , მას ამის კანონიერი უფლება აქვს. თუმცა ამან არ შეუშალა ხელი იმას რომ საზოგადოების მხრიდან მშენებლობას დიდი წინააღმდეგობა შეხვედროდა.

პამელა გელერი, რომელიც ხელმძღვანელობს ჯგუფს სახელად „გააჩერეთ ამერიკის ისალმიზაცია“ მანჰეტენზე საპროტესტო აქციებს აწყობს:

„ჩვენის აზრით გრაუნდ ზერო ომის მემორიალია. ეს არის ადგილი სადაც მრავალი ადამინი დაიღუპა, და ვფიქრობ, შეურაწმყოფელია მუსლიმანური სამლოცველოს აღმართვა’’

მშენებლობის ინიციატორმა იმამ ფესალ აბდულ რაუფიმ, საზოგადოებრივ შეკრებაზე განაცხადა, რომ სამლოცველო ღია იქნება ყველასთვის, არა მარტო მუსლიმებისთვის.

„თითოეული ჩვენგანი მშობელია, ჩვენ უპირველეს მიზანს კი წარმოადგენს ავღზარდოთ ჩვენი შვილები, რომლებიც ჩვენ ძლიან გვიყვარს, ისევე როგორც გვიყვარს თქვენი შვილები.“

იმამმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ცენტრს არ ექნება მხოლოდ სამლოცველოს დატვირთვა.

„ აქ იქნება საგანმანათლებლო და რელიგიათაშორისი პროგრამა. რა თქმა უნდა სამლოცველოც იქნება, რადგანაც ჩვენ დღეში 5 ჯერ ვლოცულობთ. დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები, რომელიც წაადგება მოსახლეობას.“

იმამის თქმით ის ვინც ოპონირებს ცენტრის მშენებლობას ისლამოფობიითაა შეპყრობილი. ისინი შიშობენ რომ ყველა მუსლიმი ტერორისტების გულშემატკივრები არიან.

ნიუ იორკის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება მუსლიმური ცენტრის მშენებლობას. მთ შორისაა რესპუბლიკელი კონგრესმენი რიკ ლაციო, რომელიც ნიუ იორკის შტატის გუბერნეტორობაზე იყრის კენჭს. მისი განცხადებით, იმამ რაუფსა და ისლამისტ ტერორისტებს შორის არსებობს კავშირი. რასაც თავად იმამი უარყოფს. ლაციოს განცხადებით, შენობა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდგომ ისევე უნდა დარჩეს, როგორც ახლაა.

„ ეს ნაწილია ჩვენი მძიმე ისტორიისა და ჩვენ სულ უნდა გვახსოვდეს თუ რა მოხდა იმ საშინელ დღეს.“

ისტორიული ძეგლების დაცვის კომისია გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს.თუ გადაწყდება, რომ მისი შენარჩუნება ღირს მაშინ მფლობელებმა უდა შეცვალონ შენობის დიზაინი. მაგრამ დიზაინის ცვლილებაც კი არ აკმაყოფილებს ოპონენტებს.

ერთ-ერთი ნიუ იორკის მაცხოვრებელის თქმით ეს სახეში სილის გაწნის ტოლფასია. რაც შეეხება ცენტრის მშენებლობის მხარდამჭერებს, მათი თქმით ბევრს მუსლიმანური კულტურისა და რწმენის შესახებ წარმოდგენა არ აქვს, სწორედ ამისათვისაა საჭიროა მეტი ისლამური ცენტრის მშენებლობა, სადაც მოხდება მუსლიმების უკეთესად გაცნობის საშუალება.

XS
SM
MD
LG