ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხალი ისააკი მნიშვნელოვნად შესუსტდა


აშშ-ში სტიქიისგან 5, ჰაიტიზე კი - 24 ადამიანი დაიღუპა

ქარიშხალი „ისააკი" მნიშვნელოვნად შესუსტდა. თუმცა, მექსიკის ყურეში ქალაქებს დიდი ზარალი მიაყენა.

მასიურმა ნალექმა წყალდიდობები გამოიწვია. ამჟამად, „ისააკი" ჩრდილოეთისკენ მიემართება, მაგრამ უკვე შესუსტებული ქარით. აშშ-ში მსხვერპლი 5 კაცია, ჰაიტიზე კი - 24 ადამიანი დაიღუპა. ლუიზიანაში ამ დროისთვის 900 ათასი ადამიანია ელექრტროენერგიის გარეშე. ზოგიერთ უბანში სახლები დატბორილია და, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება იმას, რომ წყლის დონემ ბოლომდე დაიწიოს.

სტიქიის ადგილზე რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი, მიტ რომნი ჩავიდა და დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა.

XS
SM
MD
LG