ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დე ბლასიო: ისლამური სახელმწიფო ნიუ-იორკს ვერ დააშინებს


ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო აცხადებს, რომ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო ქალაქის დაშინებას ვერ შეძლებს. დაჯგუფების მიერ გუშინ გავრცელებული ვიდეოფირი ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი ქალაქის მიმართ მუქარას შეიცავდა. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით ვიდეოში რამდენიმე ძველი კადრი იყო გამოყენებული.

“გვესმის, რომ ტერორისტების მიზანი დემოკრატიული საზოგადოების დაშინება და მისთვის ძირის გამოთხრაა” - ამბობს ნიუ-იორკის მერი, მაგრამ “ჩვენ მათ სურვილებს ვერ დავემორჩილებით”. განცხადება ბილ დე ბლასიომ ქალაქის ცენტრალური მოედნიდან, ტაიმს სკვერიდან გააკეთა, რომელიც ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. მოედანი ტერორისტების მუქარის შემცველ ვიდეოშიც ჩანდა.

XS
SM
MD
LG