ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ისევ აცხადებს, რომ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ხალიფატი დამარცხებულია


ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ თვითგამოცხადებული ხალიფატის ბედის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ანგარიშები გამოჩნდა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ნათქვამთან, სირიაში ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ძალების მხრიდან მოწოდებულ ინფორმაციას აპირისპირებს.

ხუთშაბათს, ალასკის სამხედრო ბაზაზე, ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ტრამპმა „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატის ბოლო ნაგლეჯის, აღმოსავლეთ სირიის სოფელ ბაღუზში განლაგებული მცირერიცხოვანი კარვების და დანგრეული შენობების დაცემის შესახებ გამოაცხადა.

მაგრამ, ამ კომენტარს, რომელსაც შეხვედრაზე მყოფი სამხედროები მშვიდად შეხვდნენ, სირიელი ქურთების სახალხო დაცვის რაზმების პრეს-მდივანმა ზანა ამედიმ „ტვიტერზე“ მკვეთრი საყვედურით უპასუხა. მან ფრონტზე ბრძოლის შესახებ პრეზიდენტის „გაუთვითცნობიერება“ დაგმო როგორც „შემაძრწუნებელი“ რამ.

სირიის დემოკრატიული ძალების რამდენიმე ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობის ბოლო წერტილის წინააღმდეგ შეტევამდე, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მყოფი სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს. სახალხო დაცვის რაზმების პრეს-მდივანი ვარაუდობს, რომ ბრძოლა სულ მცირე, ერთ კვირას კიდევ გასტანს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG