ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ტერორიზმთან დაკავშირებით ახალგაზრდები დააკავეს


გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გუშინ ინდიანის შტატში დაჯგუფება “ისლამური სახელწიფოსთვის” მატერიალური დახმარების აღმოჩენის მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავა. ის ნიუ-იოკრში ჩასვლას, იქიდან მაროკოში ჩაფრენას და შემდეგ ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანებას გეგმავდა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში,18 წლის ბრალდებულ აკრამ მუსლეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და 250 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრება.

კალიფორნიაში კი ორი მამაკაცის სასამართლო პროცესი დასრულდა. ისინი სასამართლომ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსთვის” მატერიალური დახმარების აღმოჩენის მცდელობაში დამნაშავედ სცნო. ნადერ ელჰუზაიელი და მუჰანად ბადავი ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებას და ისლმაისტური ორგანიზაციის რიგებში გაწევრიანებას გეგმავდნენ. ელჰუზაიელი 26 წლისაა, ბადავი კი 30-ის.

XS
SM
MD
LG