ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში აფეთქებების სერია მოხდა


მოტოციკლზე მჯდარმა თვითმკვლელმა ტერორისტმა საგუშაგოსთან თავი აიფეთქა

ბაღდადსა და ერაყის სხვდასხვა ქალაქში აფეთქებების სერია მოხდა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა და 65 დაიჭრა.

კირკუკში ორი დანაღმული ავტომობილი და გზისპირა ნაღმი აფეთქდა, როდესაც გზაზე ქალაქის პოლიციის უფროსის მანქანამ ჩაიარა. დაღუპულია 9 ადამიანი.

ბაღდადში შიიტებით დასახლებულ უბანში დანაღმული სატვირთო მანქანა აფეთქდა, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აფეთქება მოხდა ერაყის დედაქალქსი მახლობლად მდებარე ქალაქ ტარმიაშიც. მოტოციკლზე მჯდარმა თვითმკვლელმა ტერორისტმა საგუშაგოსთან თავი აიფეთქა, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაიღუპა, დაიჭრა ოთხი ადამიანი. პოლიციელი დაიღუპა ქალაქ მოსულშიც.
XS
SM
MD
LG