ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა


An Iraqi soldier looks at the wreckage of a car after a car bomb attack in Kirkuk, Iraq, May 8, 2013.

სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირებას ერაყში ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ერაყი შეიძლება სამოქალაქო ომის წინაშე აღმოჩნდეს, ამბობენ ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსები რომლებიც ერაყში რელიგიურ ნიადაგზე არსებული ძალადობის და პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების გამო შეშფოთებულნი არიან. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მერედით ბუელი ერაყიდან ძალადობის უკანასკნელ ფაქტზე მოგვითხრობს, რომელიც ამერიკული ჯარების რეგიონიდან გასვლის შემდეგ ყველაზე მძიმე შემთხვევაა ძალადობის.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე აპრილის თვე ერაყში ყველაზე საშინელი თვე იყო, გახშირებული დაბომბვების და სროლების გამო.

გაეროს ინფორმაციით ამ დაძაბულობას 700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

აბდულა ჰასანი ბაღდადში ერთ-ერთი აფეთქების თვითმხილველია.

აბდულა ჰასანი: რით დაიმსახურა ამ უდანაშაულო ხალხმა ასეთი მოპყრობა. უამრავი ადამიანი დაიჭრა და გარდაიცვალა ამ აფეთქებების გამო.

ეს იყო ყველაზე სისხლიანი შეტაკების შემთხვევა ერაყის უმცირესობაში მყოფი სუნიტების და დომინანტი შიიტების წარმომადგენლებს შორის 2011 წლის შემდეგ რაც, ამერიკულმა ჯარები ერაყიდან გავიდნენ.

მომხდარზე კომენტარს ერაყში ამერიკის ყოფილი ელჩი ჯეიმს ჯეფრი აკეთებს.

ჯეიმს ჯეფრი: დაპირისპირება ერაყის უშიშროების ძალებსა და სუნიტების მხარდამჭერებს შორის სუნიტების მიერ არის მართული და ალ-ყაიდას სამიზნესაც წარმოადგენს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.

ბოლო შეტაკება მას მერე დაიწყო რაც სამთავრობო ჯარებმა აპრილში, კირკუკში სუნიტების საპროტესტო აქციაზე იერიში მიიტანეს.

შეტაკებების შედეგად უამრავი ადამიანი გარდაიცვალა.

ერაყის პოლიტიკური წარმომადგენლობა დაყოფილია სხვადასხვა ფრონტზე და ხელისუფლება კრიზისიდან გამოსვლისთვის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდა თუ როგორ გაენაწილებინა ძალაუფლება შიიტებს, სუნიტებს და ქურთებს შორის.

ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის წარმომადგენლის სერჰან ჰემესიდის ხედვით ერაყში პოლიტიკური ლანდშაფტი პარალიზებულია.

სერჰან ჰემესიდი: პარლამენტი, მინისტრთა საბჭო, პროვინციები, იმდენად არიან სხვადასხვა რელიგიურ და პოლიტიკურ ფრაქციებად დაყოფილი, რომ შეუძლებელია მათი დათანხმება დიალოგზე.

ანალიტიკოსები ამბობენ რომ, ამბოხებულები, რომლებიც რელიგიური მოტივით ახორციელებენ დაბომბვებს ალ-ყაიდასთან არიან დაკავშირებულნი.
2006-2007 წლებში ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა და ახლა ერაყში ამერიკული ჯარები აღარ იმყოფებიან იმისათვის რომ სიტუაცია განმუხტონ.
ერაყის პოლიტიკური მიმომხილველი სარმადალ თეი აცხადებს.

სარმადალ თეი: სამოქალაქო ომი რომელიც ადრე იყო, იმ წარსულის პრობლემებთან იყო დაკავშირებული, რომელიც მაშინ არსებობდა. ეს იყო შურისძიების ტიპის მოქმედებები. ხოლო ომი რომელიც ახლა მიმდინარეობს ეს ერაყის მომავლისთვის ბრძოლაა.

ერაყის პრემიერ- მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ მხარეებს დამშვიდებისკენ და დიალოგისკენ მოუწოდა.

ნური ალ- მალიკი: გულწრფელად რომ ითქვას, თუკი ამ რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული აჯანყებისკენ მოწოდება გაღვივდა მას არ ეყოლება არც გამარჯვებული არც დამარცხებული, „ყველა ჩვენგანი დამარცხდება“ აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ანალიტიკოსები ამბობენ რომ, არაბი შეიხების სუნიტი წარმომადგენლები რომლებიც, აქამდე სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ ახლა ომის მოწოდებებს აკეთებენ და არის ინფორმაცია რომ მათი მომხრეები უკვე ბრძოლისთვის ემზადებიან.
XS
SM
MD
LG