ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში კვლავ მსხვერპლია


უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამძაფრდა

ერაყში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომლებმაც სულ ცოტა 48 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თავდასხმების შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.
აფეთქებების უმრავლესობა ბაღდადის შიიტურ დასახლებებში მოხდა, ხოლო ერთი ბომბი კი სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში აფეთქდა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ორგანიზაციას აუღია საკუთარ თავზე.

ერაყში უკანასკნელ პერიოდში რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამძაფრდა. ივლისში დღემდე დაახლოებით 800 ადამიანია მოკლული.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG