ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრემიერ მინისტრის მიმართვა


მალიკის მთავრობა შიიტი მუსლიმებითაა დაკომპლექტებული და მას ფალუჯაში მოსახლეობა მხარს არ უჭერს

ერაყის პრემიერ მინისტრი ქალაქ ფალუჯას მოსახლეობას და თემის ლიდერებს სთხოვს „განდევნონ“ ალ ყაიდას მეამბოხეები, რომლებმაც ქალაქზე კონტროლი დააწესეს. პრემიერ მინისტრის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ფალუჯაში სამხედრო ოპერაცია რამდენიმე დღეში განხორციელდება.

ნური ალ მალიკის განცხადების ფონზე ფალუჯადან ათობით ოჯახმა საცხოვრებელი დატოვა სამხედრო ოპერაციის მოლოდინში.

ერაყის სამთავრობო ძალებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს. სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც სუნიტი მუსლიმებით დასახლებული ანბარის პროვინციის დედაქალაქ ფალუჯაში ალ ყაიდას მებრძოლებმა მნიშვნელოვანი ობიექტები დაიკავეს.

მალიკის მთავრობა შიიტი მუსლიმებითაა დაკომპლექტებული და მას ფალუჯაში მოსახლეობა მხარს არ უჭერს.
XS
SM
MD
LG