სუნიტი ისლამისტი მეამბოხეები ერაყის დედაქალაქს დაპყრობით ემუქრებიან. ალ-ყაიდასთან დაკავშირებული შეიარაღებული სამხედრო დაჯგუფებები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში უკვე რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან პუნქტს, მათ შორის ერაყის ზომით მეორე ქალაქს -მოსულს- აკონტროლებენ და მუქარას ბაღდადის იერიშის შესახებაც ავრცელებენ.
ერაყის და ლევანტის ისლამისტური სახელმწიფოს სპიკერის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, ამბოხებულების სამიზნე ამჯერად ქალაქი ქარბალაა, რომელიც შიიტი მუსლიმებისთვის ერთ-ერთ უწმიდესი ადგილია. პარალელურად ოფიციალური წყაროებით გავრცელდა ცნობები, რომ ქურთისტანის ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი კირკუკი დაიბრუნეს. ის ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს და ქურთისტანს, ერაყის ცენტრალური ხელისუფლების სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ავტონომიურ რეგიონში მოქცევა სურს.
ერაყში შექმნილ ვითარებას დღეს გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს. შეხვედრამდე საბჭომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის ისლამისტი ამბოხებულების მიერ ქალაქ მოსულის დაპყრობას მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ერაყის მშვიდობიან სწრაფვას დემოკრატიისკენ „ვერანაირი ძალადობა, თუ ტერორისტული აქტი“ შეაჩერებს.