ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსხვერპლი ერაყში


ბაღდადში და ერაყის სხვა ქალაქებში მომხდარ მორიგ აფეთქებებს სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ერაყის ოფიციალური პირების ცნობით, რომელსაც ადგილობრივი საავადმყოფოებიც ადასტურებენ, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მომხდარ აფეთქებებში სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 65 დაიჭრა. ყველაზე დიდი მსხვერპლი კირკუკში დაფიქსირდა, სადაც ორი მანქანის და გზისპირას დაფლული ნაღმის ერთდროულად ამოქმედების შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა.

კირკუკში მომხდარი აფეთქების სამიზნე ქალაქის პოლიციის შეფის ავტოკოლონა იყო. ბაღდადში აფეთქება შიიტებით მჭიდროდ დასახლებულ უბანში მოხდა და იქაც 8 ადამიანი დაიღუპა. ცოტა უფრო ადრე მოტოციკლზე მჯდარი თვითმკვლელი ტერორისტი პოლიციის საგუშაგოს დაესხა თავს. აფეთქებაში 2 პოლიციელი გარდაიცვალა და 4 დაიჭრა.
XS
SM
MD
LG