ერაყის ოფიციალურ პირთა განცხადებით, მსუბუქ ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ბაღდადში 29 ადამიანი დაიღუპა და ათობით მძიმედ დაშავდა.
ოფიციალური მონაცემებით,სხეულის სერიოზული დაზიანებები სულ ცოტა 80 ადამიანმა მიიღო.პოლიციის განცხადებით,ზემოხსენებული აფეთქებები ეროვნული უშიშროების ოფისის შენობის მისამართით იყო განხორციელებული. ოფისის მახლობლად მეორე აფეთქება მობილური ტელეფონების კომპანიასტან განხორციელდა.აფეთქება იმდენად ძლიერი იყო,რომ ირგვლივ რამდენიმე შენობა დაინგრა.
აღსანიშნავია,რომ დღის ბოლოს ბაღდადში მესამე აფეთქებაც განხორციელდა,რომელმაც ორი ადამიანი იმსხვერპლა და რამდენიმე მძიმედ დაჭრა.
ბაღდადის აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით საკუთარ თავზე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.