ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებები ერაყში


ანალოგიური ტერაქტების მიღმა, როგორც წესი, სუნიტი სამხედრო დაჯგუფებები დგანან

ერაყის სამხრეთში მდებარე ბაზრობაზე ერთდროულად ორი მანქანა აფეთქდა, რის გამოც სულ ცოტა 5 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა. პოლიციის თქმით აფეთქებები პარასკევს დილით ბაღდადიდან 130 კილომეტრის მანძილზე მოხდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ძირითადად შიიტი მუსლიმები ცხოვრობენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ანალოგიური ტერორისტული აქტების მიღმა, რომელიც წინა დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა, სუნიტი სამხედრო დაჯგუფებები იდგნენ. მათ შორის იყო გუშინდელი აფეთქება ბაღდადში, რომელშიც 22 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG