ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ხელისუფლება სამინისტროს შენობას ისევ აკონტროლებს


რამდენიმე ხნის წინ ბაღდადში ტრანსპორტის სამინისტროში სულ მცირე, 6 შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა

ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ სამთავრობო უწყებაზე კონტროლი აღადგინეს. დღეს დილით ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ტრანსპორტის სამინისტროში, სულ მცირე, 6 შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ოფიციალური წყაროების თანახმად, ტრანსპორტის სამინისტროში დაღუპულებიც არიან, თუმცა მათი ვინაობა არ კონკრეტდება. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია. დღეს ერაყის დედაქალაქში, უმეტესად შიიტებით დასახლებულ უბნებში, რამდენიმე აფეთქება განხორციელდა, რომლებშიც, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG