ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

30 დღე ერაყის მთავრობის ჩამოსაყალიბებლად


30 დღე ერაყის მთავრობის ჩამოსაყალიბებლად
30 დღე ერაყის მთავრობის ჩამოსაყალიბებლად

ერაყის პრეზიდენტმა ჯაჯალ ტალაბანიმ პრემიერ მინისტრ ნური ალ მალიკის ოფიციალურად სთხოვა ქვეყნის მთავრობის ჩამოყალიბება. მთავრობის შექმნით ქვეყანაში რვათვიანი პოლიტიკური კრიზისი უნდა დასრულდეს.

პრეზიდენტმა ტალაბანიმ მალიკის 30 დღე მისცა მთავრობის სრული დაკომპლექტებისთვის.

დღეს ბაღდადში პრეზიდენტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას ტალაბანიმ აღნიშნა, რომ ერაყის თითოეულმა მოქალაქემ, რელიგიურმა ჯგუფმა, ეროვნულმა უმცირესობამ და პოლიტიკურმა ძალამ შიდა დაპირისპირება უნდა შეწყვიტოს და ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვა დაიწყოს.

პრეზიდენტმა ნური ალ მალიკი პრემიერ მინისტრად გასულ კვირას დაასახელა.

XS
SM
MD
LG