ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ძალებმა მოსულის აღმოსავლეთი ნაწილი დაიბრუნეს


მოსახლეობა მოსულში ერაყის ჯარებს ხვდება
მოსახლეობა მოსულში ერაყის ჯარებს ხვდება

ქალაქ მოსულის აღმოსავლეთი ნაწილი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ მთლიანად გათავისუფლებულია. მასობრივი იერიში ერაყის ძალებმა სამი თვის წინ, 2016 წლის ოქტომბერში დაიწყეს. დაჯგუფება ქალაქს ორ წელიწადზე მეტია, აკონტროლებს.

დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გენერალმა თალიბ ალ-შაღათიმ თქვა, რომ ოპერაცია მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე წარმატებით დასრულდა და ერაყის ძალები ქვეყნის ზომით მეორე ქალაქის აღმოსავლეთ უბნებს სრულად აკონტროლებენ. ქალაქი ამ ეტაპზე ორადაა გაყოფილი. გენერალმა მომხდარს „უპრეცედენტო“ გამარჯვება უწოდა.

XS
SM
MD
LG