ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აპრილი - ყველაზე სისხლიანი თვე ერაყში


გაეროს მისიის ცნობით ერთი თვის მანძილზე 712 ადამიანი დაიღუპა და 1633 დაიჭრა


გაეროს შეფასებით, 2008 წლის ივნისის შემდეგ წლევანდელი აპრილი ერაყში ყველაზე სისხლიანი იყო. ერაყში მოქმედი გაეროს მისიის ცნობით აპრილში 712 ადამიანი დაიღუპა და 1633 დაიჭრა. აქედან უმრავლესობა - 595 ადამიანი სამოქალაქო პირია, ხოლო 117 ერაყის შეიარაღებული ძალების წევრი. საერთო მსხვერპლის მესამედი ბაღდადში მოკლეს ან დაჭრეს. ასევე ძალადობის შემთხვევები გახშირებული იყო დიალაში, სალაჰუდინსა და კირკუკში.
XS
SM
MD
LG