ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ბრძოლები გრძელდება


აშშ-ის თვითმფრინავებმა ერაყში ირანისაგან დაფინანსებული ორგანიზაციების შენობა-ნაგებობები დაბომბეს. ეს იყო პასუხი 24 საათით ადრე, ამერიკულ და კოალიციურ ძალებზე მიტანილი სარაკეტო იერიშზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ამერიკულმა სარდლობამ იერიშში ორგანიზაცია “კატაიბ-ჰეზბოლა” დაადანაშაულა და საპასუხო დარტყმით იარაღის საწყობები გაუნადგურა.

ბაღდადის ჩრდილოეთით განთავსებული ერაყული ბაზის დაბომბვისას ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 14 სამხედრო მოსამსახურე კი დაშავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG