ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებების სერია ერაყში


აფეთქებამ 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ერაყში მომხდარ რამდენიმე აფეთქებას, რომლებიც სუნიტი მუსლიმების წინააღმდეგ იყო მიმართული, 70 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეს კი ქვეყანაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ესკალაციის საშიშროებას ქმნის.

ყველაზე დიდი მსხვერპლი ქალაქ ბაქუბაში დაფიქსირდა. აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც სუნიტი მომლოცველები სამლოცველოდან გამოდიოდნენ. რამდენიმე წუთში კი მოხდა მეორე აფეთქება, როდესაც დაშავებულებთან ადამიანიები მივიდნენ დასახმარებლად. შედეგად დაიღუპა 41 ადამიანი.

დღესვე მოგვიანებით მოხდა კიდევ ერთი აფეთქება. სუნიტების სამგლოვიარო პროცესიის დროს ამოქმედდა გზისპირას დამონტაჟებული ბომბი.
XS
SM
MD
LG