ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტარიქ აზიზის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს


ტარიქ აზიზის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
ტარიქ აზიზის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

სადამ ჰუსეინის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან ფიგურას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ერაყის უზენაესმა კრიმინალურმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს განაჩენი დღეს გამოუტანა. ტარიქ აზიზის ბრალდება შიიტი პოლიტიკური პარტიების წევრებს უკავშირდება.

აზიზი ბრალდებულია მოქმედი პრემიერ მინისტრის, ნური ალ მალიკის ისლამური პარტიის წევრების მკვლელობის, დაკავებისა და გადასახლებისთვის.

სასიკვდილო განაჩენი პირევლია აზიზიზსთვის, როემლიც 15 წლიან პატიმრობას უკვე იხდიდა, 1992 წელს 42 ვაჭრის მკვლელობისთვის. მეორე ბრალდება, რომლის გამოც ის საპატიმროში იყო, ჩრდილოეთ ერაყში ქურთების გადასახლებაა.

XS
SM
MD
LG