ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელებმა ირანელები მეკობრეებისგან იხსნეს


ამერიკელებმა ირანელები მეკობრეებისგან იხსნეს
ამერიკელებმა ირანელები მეკობრეებისგან იხსნეს

ამერიკული გამანადგურებელი „USS Kid“-იდან ირანულ გემზე რამდენიმე ჯარისკაცი გადავიდა. მათ 15 მეკობრე დააკავეს და დატყვევებული ირანელები გაათავისუფლეს.

ამერიკის სამხედრო გემმა არაბეთის ზღვაზე მეკობრეების ტყვეობიდან 13 ირანელი მეზღვაური დაიხსნა.

ამერიკის საზღვაო ძალებმა ირანული თევზმჭერი გემი „ალ მოლაის“ განგაშის სიგნალი არაბეთის ზღვაში ცურვისას ხუთშაბათს მიიღეს და გემის საშველად გაემართნენ. საზღვაო ძალების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკული გამანადგურებელი „USS Kid“-იდან ირანულ გემზე რამდენიმე ჯარისკაცი გადავიდა. მათ 15 მეკობრე დააკავეს და დატყვევებული ირანელები გაათავისუფლეს.

ირანული გემი მეკობრეების ტყვეობაში თვეზე მეტი იმყოფებოდა. მისი ზომიდან გამომდინარე, მეკობრეები მას შტაბად იყენებდნენ.

საზღვაო ძალების განცხადებით, ირანელ მეზღვაურებს ამერიკელმა სამხედრო მედოკოსებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ვიდრე გემი ირანისკენ გაემგზავრებოდა, ის საკვებითა და წყლით მოამარაგეს.

XS
SM
MD
LG