ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელებმა ირანელი მეთევზეები მეკობრეებისგან გაათავისუფლეს


.
.

ერთი დღით ადრე კი ირანმა შეერთებული შტატების ფლოტი გააფრთხილა.

შეერთებული შტატების სამხედრო გემმა 13 ირანელი გადაარჩინა, რომლებიც არაბეთის ზღვაში მეკობრეების ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ერთი დღით ადრე კი ირანმა შეერთებული შტატების ფლოტი გააფრთხილა და ურჩია სპარსეთის ყურეში არ შესულიყვნენ.

გუშინ ამერიკის საზღვაო ფლოტმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც მათ ირანული თევზსაჭერი გემის მახლობლად მეკობრეების პატარა ნავი შენიშნეს. მანამდე კი ირანული გემიდან განგაშის სიგნალი მიიღეს. გემის აღმოჩენის შემდეგ ამერიკული სამხედრო გემის „კიდის“ პერსონალი ირანულ ხომალდზე ავიდა და 15 მეკობრე დააკავა. ოპერაციის შედეგად ირანელი მძევლები გათავისუფლდნენ.

XS
SM
MD
LG