ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანულ ტანკერს გიბრალტარის დატოვების უფლება მისცეს


გიბრალტარის მედია იუწყება, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა გაათავისუფლოს "გრეის 1" - ირანული სუპერ-ტანკერი. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ირანის ხელისუფლებისგან მიიღეს წერილობითი, ოფიციალური რწმუნება იმის თაობაზე, რომ ის ტვირთს სირიაში არ გადაიტანს.

"ამის საფუძველზე, გიბრალტარის პრემიერ-მინისტრმა ფაბიან პიკარდომ გადაწყვიტა გააუქმოს დაკავების ორდერი და საზღვაო ხომალდს გაცურვის შესაძლებლობა მისცეს", - გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია.

ეს ნაბიჯი გიბრალტარის მთავრობამ ამერიკის ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად გადადგა.

"ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა "გრეის 1" ტანკერის დაკავება რამდენიმე იმ ბრალდების გათვალისწინებით მოითხოვა, რომლებიც ახლაც განიხილება", განაცხადა გიბრალტარის ხელისუფლებამ და იქვე განმარტა, რომ ამას ბრიტანული სასამართლო განიხილავს.

ივლისის დასაწყისში, ირანული ტანკერი „გრეის 1“ გიბრალტარის მთავრობამ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-სასაზღვრო ფლოტის დახმარებით დააკავა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ირანული ტანკერი ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არღვევდა და ნავთობი სირიაში მიჰქონდა. ტანკერზე ორი მილიონი ბარელი ნავთობი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG