ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ირანის სამომავლო ურთიერთობები


ექსპერტების აზრით, მოლაპარაკებების პროგრესი თანდათან მზარდი იქნება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:16 0:00
ბმული

ირანის ისლამური რევოლუციის შემდგომი 34 წლის განმავლობაში, ეს იყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური შეხვედრა და ჯგუფურ შეხვედრას მოჰყვა პირისპირ შეხვედრაც.

ჯონ კერიმ თქვა:
„ყველა კმაყოფილი დავრჩით საგარეო საქმეთა მინისტრ ზარიფის პრეზენტაციით, რომელიც სავსებით განსხვავებული ტონით და ასევე მომავლის შესაძლებლობების განსხვავებული ხედვით გამოირჩეოდა.“

მოჰამედ ჯავად ზარიფმა თქვა:
”ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ გავაგრძელებთ დისკუსიებს და ამას მივცემთ საჭირო პოლიტიკურ ბიძგს.“

მიზნად არის დასახული ისეთი პროცესი, რომელიც მიგვიყვანს საერთაშორისო საზოგადოების დაჯერებამდე, რომ ირანი არ ისწრაფვის შექმნას ბირთვული იარაღი და ამასთანავე გააუქმებს ირანისთვის დამანგრეველ ეკონომიკურ სანქციებს.

ლონდონის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის პროფესორ როზმარი ჰოლისს მიაჩნია, რომ შეთანხმების ზოგადი ფორმა კარგადაა ცნობილი და შესაძლოა ის ამჟამად მიღწევადი იყოს.

„ახლა გვაქვს პოტენციური წინსვლა P5+1 -ის (უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი + გერმანია) ირანთან მოლაპარაკებებში, როჰანი სავსებით განსხვავებული პიროვნებაა და მართალია მხოლოდ ცოტა ხნით და არა განუსაზღვრელად, მას აქვს ირანის უმაღლესი ლიდერის მხარდაჭერა რათა სცადოს ასეთი სახის დიპლომატიური მუშაობა.“

და მაინც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კორიდორებში გადაადგილებისას ირანის პრეზიდენტმა არჩია შეხვედროდა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს და არა შეერთებული შტატების პრეზიდენტს.
ექსპერტების აზრით, მიუხედავად აიათოლა ალი ჰამენეის მხარდაჭერისა და ამომრჩევლებისგან მიღებული მანდატისა, ირანის პრეზიდენტს არ შეუძლია შეერთებული შტატებისკენ ისევე სწრაფად სვლა, როგორც ევროპული ქვეყნებისკენ.

ამის გამო მარკ ფითცპატრიკი, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტიდან, ასკვნის რომ მოლაპარაკებების პროგრესი თანდათან მზარდი იქნება.

„მე არ მოველი ყოვლისმომცველ შეთანხმებას. რა სახის შეთანხმებებიც არ უნდა იყოს მიღწეული, ისინი ალბათ ნდობის გასაღრმავებელი ნაბიჯები იქნება. მაგრამ ამის ასეთ დონეზე ქონა, ორივე მხრიდან სერიოზული მიდგომის მაჩვენებელია.“

ექსპერტები ამბობენ, რომ სერიოზულობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: გაეროს სანქციები ირანის წინააღმდეგ, ირანზე გამუდმებული თავდასხმის მუქარა, თუ ის ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას მიუახლოვდება და პრეზიდენტად როჰანის არჩევა, რომელიც მის წინამორბედთან შედარებით ბევრად უფრო პრაგმატული ფიგურაა.

ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა ირანში, რიჩარდ დალტონმა ამერიკის ხმას სკაიპით უთხრა, რომ არის კიდევ ერთი, ძალიან უბრალო მიზეზი.

„ირანშიც და შეერთებულ შტატებშიც იზრდება იმის საერთო გაგება, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესების მიღწევის ძველმა ტაქტიკამ მეტწილად არ გაამართლა.“

დალტონი ამბობს, რომ ბოლო წლების ჩიხში დგომამ დასავლეთს არ მოუტანა ის გარანტიები, რაც მას ეწადა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ამან ვერც ირანი მიიყვანა უსაფრთხოებამდე, აყვავებამდე და პატივისცემამდე, რაც მას ასე სურს. ის და სხვა ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ არსებობს საკმარისი მოტივაცია ხელშეკრულების მისაღწევად სერიოზული მოძრაობისთვის.
XS
SM
MD
LG