ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის საკითხზე დისკუსია განახლდება


ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს

ოთხშაბათს მსოფლიოს ექვსი მძლავრი სახელმწიფო შეთანხმდა,რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახლდეს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონის განცხადებით,ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, აშშ-ის და გერმანიის დიპლომატები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაუყონებლივ უნდა დაიწყოს.

ანალიტიკოსების აზრით,მოლაპარაკებებით გადაწყვეტილების მიღების შანსი თანდათანობით იკლებს, რადგან ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ისრაელის მხრიდან ირანზე საჰაერო თავდასხმა 22 იანვრის არჩევნებამდე ნაკლებად მოსალოდნელია.
XS
SM
MD
LG