ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანულ-სომხურ პროექტი


ორი ქვეყნის საზღვარზე ერთობლივი ჰიდროელექტროსადგური შენდება

სომხეთი და ირანი საზღვის გასწვრივ ერთობლივი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას იწყებენ. ცერემონიალს სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარქსიანი და ირანის სამთავრობო დელეგაციის წევრები დაესწრნენ. ირანულ დელეგაციას ენერგეტიკის მინისტრი მაჯიდ ნამჯო ხელმძღვანელობდა. ჰიდროელექტროსადგური სომხეთის ქალაქ მეღრისთან მდინარე არაქსზე აშენდება. მშენებლობის ვადა 5 წლით არის განსაზღვრული. თავდაპირველად ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიას 15 წლით ირანი მოიხმარს, რის შემდეგაც ის სომხეთის ექსპლუატაციაში გადავა.
XS
SM
MD
LG