ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის დაზვერვის მინისტრის განცხადება


მინისტრი მსოფლიოს მოუწოდებს, ირანს სამხედრო დარტყმით დაემუქრონ

ისრაელის სტრატეგიული დაზვერვის მინისტრი იუვალ სტეინიცი მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს ირანს სამხედრო დარტყმით დაემუქრონ, თუ ის არ შეაჩერებს ბირთვული პროგრამის განვითარებას.

ისრაელის არმიის რადიოში გამოსვლისას ბატონმა სტეინიცმა განაცხადა, რომ ამგვარი ულტიმატუმი ირანს პირველ რიგში ამერიკამ და დასავლეთის ქვეყნებმა უნდა წაუყენონ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით:

“ მოლაპარაკება უზომოდ არ შეიძლება გაგრძელდეს. ირანელებმა იციან, რომ ჩვენ პრობლემის დიპლომატიური გზებით გადაჭრას ვუჭერთ მხარს, მაგრამ არჩევანი თავად ირანელებმა უნდა გააკეთონ. მათ უნდა დაამტკიცონ,ისრაე რომ ბირთვული პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს.“
XS
SM
MD
LG