ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მოქალაქეს ირანში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს


ამერიკის მოქალაქეს ირანში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ამერიკის მოქალაქეს ირანში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

სიკვდილით დასჯა - ასეთი იყო განაჩენი, რომელიც ამერიკის მოქალაქეს ირანის სასამართლოში გამოუტანეს. ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებულ ამირ მირზაი ჰეკმატს შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოზე მუშაობა დაუმტკიცდა.

ირანის ახალი ამბების სააგენტო „ფარსის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჰეკმატი „მტრულად განწყობილი ქვეყნის“ ინტერესებს ემსახურებოდა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დიდი ხანია მის გათავისუფლებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ ჯაშუშობის ბრალდება არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანი პოლიტიკური და პროპაგანდისტული მიზნით უდანაშაულო უცხოელ მოქალაქეებს ასამართლებს, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG