ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში რაკეტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა

რაკეტები ირანშია დამზადებული

ირანმა ახალი „ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის რაკეტის გაშვება განახოციელა. რაკეტები ირანშია დამზადებული და მისი გამოცდა ირანის სამხედრო ტექნოლოგიების კიდევ ერთ დემონსტრირებას ისახავდა მიზნად. ირანის ტელევიზიის ცნობით, ფატეჰ-110 რაკეტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. რაკეტა 9 მეტრის სიგრძისაა და 3500 კილოგრამს იწონის. ირანულ მედიასთან საუბარში თავდაცვის მინისტრმა აჰმად ვაჰიდმა განაცხადა, რომ ეს რაკეტა მის წინა მოდელთან შედარებით გაუმჯებესებული ვარიანტია.

This item is part of
XS
SM
MD
LG