ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ადასტურებს ირანის მიერ დრონის ჩამოგდების ფაქტს


უპილოტო საფრენი აპარატი MQ-1 რუტინულ საიდუმლო მისიას ასრულებდა

აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ირანის საბრძოლო თვითმფრინავებმა სპარსეთის ყურის საჰაერი სივრცეში ამერიკულ დრონს ცეცხლი გაუხსნეს.

პენტაგონი თავს იკავებს ამ ქმედების მკაცრი შეფასებისგან, თუმცა, ირანის მამართ ინციდენტთან დაკავშირებით პროტესტი ამერიკის თავდაცვის უწყებამ უკვე გამოთქვა. შემთხვევა პირველ ნოემბერს მოხდა ნეიტრალური წყლების სივრცეში.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, ჯორჯ ლითლი აცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი MQ-1 რუტინულ საიდუმლო მისიას ასრულებდა.
XS
SM
MD
LG