ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ მომავალ კვირას ისაუბრებს


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სავარაუდოდ გააუქმებს ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას და ინიციატივას კონგრესს დაუბრუნებს სანქციების შესაძლო ცვლილებებით. ეს განცხადება მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გუშინ გააკეთეს.

პრეზიდენტი სავარაუდოდ მისი გეგმის შესახებ განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებს და იტყვის, რომ ეს შეთანხმება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება.

ამ გადაწყვეტილებით ბირთვული შეთანხმება განსახილველად კონგრესს გადაეცემა. კანონმდებლებს კი 60 დღის ვადა ექნებათ იმის გადასაწყვეტად - აღადგინონ თუ არა სანქციები, რომელიც შეთანხმების თანახმად გაუქმდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG