ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი მზად არის განაახლოს მოლაპარაკებები


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩარ მოთაკის განცხადებით თეირანი მზად არის განაახლოს მოლაპარაკებები საკუთარ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით თუ ეს მოლაპარაკებები სამართლიანობის პრინციპზე იქნება დამყარებული.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ბატონმა მოთაკიმ განაცხდა რომ ირანი მზად არის განაახლოს საუბარი ვენის ჯგუფთან და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან, რომლებსაც გერმანიაც დაემატება. ირანის ხელისუფლება მიიჩნევს რომ მოლაპარაკებების წარმოებას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი თუ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს ირანის უფლებას მშვიდობიანი მიზნებისთვის განავითაროს ბირთვული პროგრამა.

XS
SM
MD
LG