ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ამერიკული დაზვერვისთვის ჯაშუშობის ბრალდებით მამაკაცს სიკვდილი მიესაჯა


ირანის იუსტიციის უწყება აცხადებს, რომ მან ამერიკის ცენტრალური დაზვერვისთვის ჯაშუშობაში ბრალდებულ მამაკაცს სიკვდილი მიუსაჯა.

იუსტიციის უწყების პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ იმავე დანაშაულში ბრალდებულია კიდევ 2 სხვა პირი, თუმცა მათ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. კიდევ ერთი პირი კი, რომელსაც ასევე 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ბრიტანეთის ჯაშუშადაა მიჩნეული.

ღოლამჰოსეინ ესმაილი, უწყების პრესსპიკერი ამბობს, რომ პიროვნება, რომელსაც სიკვდილი მიესაჯა, განაჩენს ასაჩივრებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის სააპელაციო სასამართლო მიიღებს.

დაძაბულობა ამერიკასა და ირანს შორის ბოლო წლებში უფრო და უფრო იძაბება. პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ წელს ე.წ. ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა და ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG