ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პასუხი ახალ ამერიკულ სანქციებზე


ფოტოზე: პრეზიდენტი ტრამპი 24 ივნისს ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწერს ხელს
ფოტოზე: პრეზიდენტი ტრამპი 24 ივნისს ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწერს ხელს

თეირანის ოფიციალურმა პირებმა დღეს განაცხადეს, რომ შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციებით, ფაქტობრივად გადაკეტეს ორ ქვეყანას შორის პრობლემების მოგვარების დიპლომატიური გზა. ირანი ამერიკის მხრიდან ორმხრივი დიალოგის გამართვის და მოლაპარაკების მაგიდაზე დაბრუნების შესახებ მოწოდებას არაგულწრფელ უვერტიურას უწოდებს.

ახალ სანქციებს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი ორშაბათს მოაწერა. ეკონომიკური სანქციები შეეხო ირანის უზენაეს ლიდერს - აიათოლა ალი ხამენეის - და კიდევ 8 არმიის და ისლამისტური რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელს. ტრამპმა ირანის მთავრობას მოუწოდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქცევა, პატივი სცეს საკუთარი ხალხის უფლებებს და დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG