ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი თეირანს დამატებით სანქციებს უწესებს


შეერთებული შტატები ირანის წინააღდეგ დღეს დამატებით სანქციებს მიიღებს. ვაშინგტონის მიზანი ირანის ეკონომიკისთვის დამატებითი წნეხის შექმნაა. სახელმწიფო მდივანმა ახალ საქნციებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს „მნიშვნელოვანი“ ნაბიჯია. თუმცა ჟურნალისტებისთვის დამატებით დეტალები არ უცნობებია. პომპეომ კომენტარი საუდის არაბეთსა და გაერთიანებულ არაბ საემიროებში გამგზავრებამდე გააკეთა. სახელმწიფო მდივანი ირანის წინააღმდეგ რეგიონული კოალიციის შექმნას ცდილობს.

„მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ მცდელობას, რომ არ მივცეთ ირანს რესურსები ტერორის გასავრცელებლად, ბირთვული იარაღის სისტემის შესაქმნელად, სარაკეტო სისტემის ასაშენებლად, ჩვენ მათ არ მივცემთ წვდომას რესურსებზე, რაც ამისთვის სჭირდებათ, შესაბამისად ამერიკის ინტერესებს დავიცავთ და დავიცავთ ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას მსოფლიოს გარშემო“, - განაცხადა პომპეო.

ირანი ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას უარყოფს. თეირანმა 2015 წელს ბირთვულ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დატოვა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ამ გადაწვეტილების შემდეგ, დაიძაბა. ტრამპის ადმინისტრაციის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზი მისი სისუსტე იყო, მათ შორის, ირანის სარაკეტო სისტემის შეზღუდვის კუთხით.

პომპეოს განცხადებით სანქციები არა მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ ირანს ეკონომიკური ზარალი მიადგეს, არამედ იმასაც, რომ შეზღუდოს თეირანის შესაძლებლობა გვერდი აუაროს მათ. ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა, რომ მას ირანთან ომი არ სურს და რომ ელოდება დროს, „როცა სანქციები გაუქმდება და [ირანი] კიდევ ერთხელ გახდება პროდუქტიული და მდიდარი ქვეყანა“. "რაც უფრო მალე, მით უკეთესი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG