ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა თვლის, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობდა


ამერიკას არასოდეს შეპარვია არანაირი ეჭვი იმაში, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობდა - ამბობს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ჯონ კერიმ აღნიშნული განცხადება გაეროს ანგარიშის გამოცემის შემდეგ გააკეთა, რომელიც ადასტურებს, რომ ირანი ატომურ იარაღზე 10 წელზე მეტი ხნის წინ მუშაობდა.

შეერთებული შტატების საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ახლა მთავარი ის არის, თუ რას გააკეთებს თეირანი იმისთვის, რომ მსოფლიოს 6 ქვეყანასთან ივლისში დადებული ბირთვული შეთანხმება დანერგოს. საბერძნეთში ვიზიტით მყოფი კერი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშზე უშუალო კომენტარს არ აკეთებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე კოორდინირებულ მუშაობას 2003 წლის დასასრულამდე აწარმოებდა. თუმცა, 2009 წლის შემდეგ ამგვარი სამუშაოების გაგრძელების დამადასტურებელი სანდო დოკუმენტაცია არ არსებობს.

XS
SM
MD
LG