ამერიკის ენერგეტიკის მდივნის, სტივენ ჩუს განცხადებით, ვაშინგტონი ყოველთვის დაინტერესებულია ირანის ბირთვული საწვავის გაცვლის გეგმაში ხელახალი ჩართვით, მაგრამ სურს დარწმუნდეს, რომ თეირანი ამ საუბარებში გულწრფელი იქნება.
გუშინ ირანის ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი მოლაპარაკებების აღდგენის ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ გასული ოქტომბრის შემდეგ ამ სფეროში წინსვლა არ ყოფილა.
ამერიკის ენერგეტიკის მდივნის მოადგილის, დენიელ პონემანის განცხადებით, ირანისთვის მნიშვნელოვანია, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ წევრ სახელმწიფოსთან და გერმანიასთან ბირთვულ მოლაპარაკებებში უფრო კონკრეტული საკითხები წამოჭრას.