ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანის ახალი ინიციატივა ბირთვულ სამიტზე


ირანის განცხადებით, თეირანი მომავალ ბირთვულ სამიტზე ახალ ინიციატივებს გააჟღერებს. ირანელი დიპლომატები ამასთან, აკეთებენ გაფრთხილებას, რომ დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ირანზე ზეწოლის განხორციელებას თეირანი შემხვედრი ცეცხლით უპასუხებს.

ირანის სახელმწფო მედიის ცნობით, ეს განცხადებები ბირთვულ მოლაპარაკებებში წამყვანმა ირანელმა დელეგატმა საიდ ჯალილმა დღეს გააკეთა და მანვე თქვა, რომ დასავლეთის მხრიდან ძალის გამოყენებაზე საუბარს აზრი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია, ირანელ ოფიციალურ პირებს მომავალ შაბათს სტამბოლში შეხვდებიან და ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მოლაპარაკებების წარმართვას შეეცდებიან. კვირის ბოლოს დაგეგმილი შეხვედრა პირველია 2011 წლის იანვრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG