ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანთან მოლაპარაკებები დასრულდა


15 თვის წინ სტამბოლში ორმხრივი მოლპარაკებების რაუნდი ჩაიშალა.

სტამბოლში მსოფლიო ლიდერებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები დასრულდა იმ იმედით, რომ მეორე შეხვედრა 23 მაისს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში გაიმართება.

10 საათიანი საუბრის შემდეგ ორივე მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა პოზიტიურ და კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა.

შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების მრჩევლის მოადგილემ სტატეგიული ურთიერთობების დარგში ბენ როდესმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა პირველი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაისში გამართული მეორე შეხვედრა კი ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება იქნება.

აღსანიშნავია, რომ ირანის წარმომადგენელებს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიას შორის შეხვედრა პირველია მას შემდეგ, რაც 15 თვის წინ სტამბოლში ორმხრივი მოლპარაკებების რაუნდი ჩაიშალა.

XS
SM
MD
LG