ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა ნედლი ურანის მარაგი აღმოაჩინა


თეირანმა ნედლი ურანის ახალი მარაგის აღმოჩენის შესახებ განცხადება გააკეთა

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებამდე, ოფიციალურმა თეირანმა ნედლი ურანის ახალი მარაგის აღმოჩენის შესახებ განცხადება გააკეთა. ირანის მთავრობამ ასევე გაამჟღავნა კიდევ 16 ბირთვული ელექტროსადგურის ადგილმდებარეობა.

ირანის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტომ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ურანის რეზერვი სამხრეთ და ჩრდილოეთ სანაპირო ზოლენზე აღმოაჩინეს. ახლად აღმოჩენილი საბადოს მოცულობა სამჯერ აღემატება მანამე ნავარაუდებ მონაცემებს.

ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმებული ჯერ არ არის. დასავლეთის ექსპერტებს წლების მანძილზე მიაჩნდათ, რომ ირანი ნედლი ურანის მარაგის ამოწურვის საშიშროების წინაშე იდგა.
XS
SM
MD
LG