ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს მისია ირანიდან დაბრუნდა


ჰერმან ნაკაერცი უარყოფს ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას წარმატებული მოლაპარაკების შესახებ

გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამკვირვებლები ირანიდან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დაბრუნდნენ. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე კრიტიკულ საკითხზე მოლაპარაკება შედგა და ისინი დადებითად გადაწყდა.

ჰერმან ნაკაერცი, რომელიც გაეროს დამკვირვებლებს ხელმძღვანელობს, ყოველგვარ პროგრესს უარყოფს. ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო დღეს აცხადებს, რომ თეირანში გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ისევ წარუმატებლად დასრულდა და მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს. თუმცა, ნაკაერცი იმასაც ამბობს, რომ ჯგუფი მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზად არის და შესაძლოა მხარეებს შეთანხმების მიღწევისთვის მეტი დრო ესაჭიროებათ.

მომავალი მოლაპარაკების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
XS
SM
MD
LG