ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანუჩერ მოთაკის , ალი აკბარ სალეჰი შეცვლის


მანუჩერ მოთაკის , ალი აკბარ სალეჰი შეცვლის
მანუჩერ მოთაკის , ალი აკბარ სალეჰი შეცვლის

ოფიციალური თეირანის განცხადებით, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გათავისუფლდა საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოთაკი, ცვლილებები არ გატარდება ქვეყნის ბირთვულ და საგარეო პოლიტიკაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რამინ მეჰმანპარასთმა ეს განცხადება დღეს გააკეთა--ერთი დღის შემდეგ რაც მოთაკი დაითხოვა პოსტიდან პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა და წამყვანი დიპლომატიური პოსტი ალი აკბარ სალეჰის ჩააბარა.

პრეზიდენტს დღემდე არ დაუკონკრეტებია ამ გადაწყვეტილების მიზეზები. თუმცა ირანის სტუდენტური საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ მეჰმანპარასტმა უკვე განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა უწყებაში ცვლილებები ბუნებრივი მოვლენაა.

თავად ბატონი მოთაკი ოფიციალური ვიზიტით ამ დროს სენეგალში იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG