ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის თავდაცვის მინისტრი ახალ სანქციებს ეხმაურება


ირანის თავდაცვის მინისტრი ჰოსეინ დექანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიერ ბალისტიკურ პროგრამაზე დაწესებულ სანქციებს გავლენა არ ექნება ირანის სარაკეტო სისტემების განვითარებაზე.

გასულ კვირას, ირანზე ეკონომიკური სანქციების მოხსნის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა ხუთ ირანელზე და იმ კომპანიების ქსელზე, რომლებსაც კავშირები ჰქონდათ აკრძალულ სარაკეტო საქმიანობასთან.

დექანის განცხადებით ეს სანქციები ირანისადმი ამერიკის მტრულ განწყობებს გამოხატავს.

XS
SM
MD
LG