ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანელი სამხედრო მეთაური ჰამასს მხარდაჭერას უცხადებს


მაღალი რანგის ირანელმა სამხედრო მეთაურმა ღაზის სექტორში ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში ჰამასს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ყუდსის ძალების მეთაურმა გენერალმა იმსაილ ქაანიმ ჰამასს სრული მხარდაჭერა 15 მაისს გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

სატელეფონო საუბრისას, ქაანს ჰამასის ლიდერმა მადლობა გადაუხადა. მედიის ცნობით, მან ასევე თქვა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლა არა მხოლოდ ჰამასის, არამედ მთელი ისლამური სამყაროს ბრძოლაა.

ისალმისტურმა ჰამასმა, რომელიც აშშ-ის, ევროკავშირისა და რიგი ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაისროლა. დაპირისპირება ერთ კვირაზე მეტია გრძელდება.

ღაზაზე საპასუხო საჰაერო დარტყმები, ასევე განახორციელა ისარაელის სამხედრო ძალებმა. 15 მაისს. ისრაელმა ღაზის სექტორში შენობა გაანადგურა, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალების ოფისები იყო განთავსებული.

პალესტინური მხარე აცხადებს, რომ 10 მაისიდან, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 145-მდე გაიზარდა, მათ შორის 41 ბავშვია. ისრაელი 10 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელთაგან ორი ბავშვია.

15 მაისს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავსტრიაში ვიზიტი გააუქმა. ირანელმა დიპლომატმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ავსტრიის სამთავრობო შენობებზე ისრაელის დროშა აღმართეს.

ირანი, რომელიც თავის ერთ-ერთ მთავარ მტრად ისრაელს მიიჩნევს, მხარს უჭერს წინააღმდეგობების ჯგუფებს, მათ შორის, ჰამასს ღაზაში და ჰეზბოლას ლიბანში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG