ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი რევოლუციის 40 წლის იუბილეს აღნიშნავს


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი საიუბილეო ცერემონიაზე
ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი საიუბილეო ცერემონიაზე

ასობით ათასი ირანელი შეიკრიბა დღეს ისლამური რევოლუციის 40 წლის იუბილის აღსანიშნავად. 1979 წლის რევოლუციის შედეგად, თეირანში ავტორიტარული მონარქია დაამხეს და მასთან ერთად, შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი შაჰი მოჰამედ რეზა ფაჰლევი. ქვეყნის სათავეში მოვიდა დევნილობიდან დაბრუნებული რუჰოლა ჰომეინი, რომელმაც ირანში რეპრესიული თეოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა.

ორშაბათს გამართულ დემონსტრაციაზე ისმოდა შეძახილები: "სიკვდილი ამერიკას" და "სიკვდილი ისრაელს". იგივე ეწერა დემონსტრანტთა ბანერებზეც. პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ თეირანში შეკრებილებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ ირანის მტრები ვერ მიაღწევენ თავის "ბოროტ მიზნებს". როჰანის განცხადებით, ირანი გააგრძელებს "კონსტრუქციულ ჩართულობას" საერთაშორისო საზოგადოებაში და არ აპირებს ნებართვის აღებას ნებისმიერი ტიპის რაკეტების საწარმოებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG