ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ციხის თანამშრომლები გამოჟონილი ვიდეოჩანაწერების საფუძველზე დააკავეს


ირანის სასამართლო სისტემა იტყობინება, რომ თეირანის ევინის საპატიმროდან გამოჟონილ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელზეც ზედამხედველების მიერ პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობაა გადაღებული, ორი პირი, რომელთა ვინაობა არ გაუმხელიათ, დააკავეს. სხვა ოთხი დაკავებული პირი კი პირობით გაათავისუფლეს.

აგვისტოში, ევინის ციხის ვიდეოჩანაწერები ჰაკერთა ჯგუფმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს და სხვა ირანულ მედიასაშუალებებს გადასცა.

30 აგვისტოს, სასამართლო ხელისუფლების ოფიციალურმა სააგენტო „მიზანმა“ განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით ექვსი პირი დაკითხეს და ბრალი წარუდგინეს. „ორი პირი დაკავებულია, დანარჩენები პირობით გაათავისუფლეს“, ნათქვამია ცნობაში.

„მიზანის“ ინფორმაციით, „ზოგიერთი დანაშაული, რომელიც ვიდეო-ჩანაწერებშია ასახული, გამოძიებულია, შესაბამისი პირები დააკავეს, ან სამსახურიდან გაათავისუფლეს“.

Amnesty International-მა განაცხადა, რომ სულ გააანალიზა 16 ვიდეოკლიპი, რომლებიც მოიპოვა ჰაკერთა ჯგუფმა, სახელწოდებით „ედალათ ალი“ – (ალის მართლმსაჯულება).

ვიდეოჩანაწერები პატიმრების „ცემის, მათ მიმართ სექსუალური ძალადობის, უფლებების განზრახ უგულებელყოფის და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის შოკის მომგვრელ მტკიცებულებებს წარმოადგენს“. უფლებადამცავი ორგანიზაციის თანახმად, ვიდეჩანაწერებში ასევე ჩანს, რომ ევინის ციხეში საკნები მუდამ გადატვირთულია, სამარტოო საკნებში სასტიკი და არაადამიანური პირობებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG