ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანგარიში: ირანში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ჯერ ისევ ცუდია


ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტია“ ამბობს, რომ ადამიანის უფლებების შესახებ ახალ ანგარიშში, ირანის მონაცემებში ზოგიერთი მიმართულებით დადებითად შეიცვალა, თუმცა ზოგადი მაჩვენებელი მეტწილად უარყოფითია.

ლონდონში დაფუძნებული ჯგუფის მიერ, 2017/2018 წლებისთვის გამოქვეყნებული ანგარიში ირანის ხელისუფლებას ბრალს სდებს, რომ ის „მკაცრად ახშობს“ ხალხის გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრების და რელიგიური თავისუფლების უფლებას.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ დააპატიმრა და ციხეში გამოკეტა „მშვიდობიანი კრიტიკოსები და სხვები“, მას შემდეგ, რაც მათ, ისლამური რევოლუციური გვარდიის სასამართლოებში „სამარცხვინოდ უსამართლო პროცესები ჩაუტარეს“.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ დაკავებულთა წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა ჯერ ისევ „ჩვეულებრივი მოვლენაა და ფართოდ არის გავრცელებული“. ანგარიშის თანახმად, ფიზიკური ანგარიშსწორება, ამპუტაციები და სხვაგვარი სასტიკი დასჯა „ისევ გრძელდება“.

ირანის მთავრობას ჯგუფის ბრალდებებზე პასუხი არ გაუცია.

XS
SM
MD
LG